თავში

გერმანიაში სავარაუდოდ რუსეთის ჯაშუში დააკავეს

გერმანიაში სავარაუდოდ რუსეთის ჯაშუში დააკავეს
გერმანიაში სავარაუდოდ რუსეთის ჯაშუში დააკავეს

გერმანიაში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება. აღსანიშნავია, რომ დაკავებული გერმანიის მოქალაქეა.

პროკურატურის განცხადებით, მამაკაცმა პარლამენტის შენობაში შეაგროვა საიდუმლო ინფორმაცია და ბერლინში, რუსეთის საელჩოში ერთ-ერთ დაზვერვის თანამშრომელს გადასცა. საიდუმლო ინფორმაცია მოიცავდა პარლამენტის შენობის გეგმას და კომპიუტერულ ფაილებს. 

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დაზვერვის სამსახურის აგენტად მუშაობა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით  და "განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში" თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ათ წლამდე. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system