თავში

გერმანიაში სექსმუშაკები დაითვალეს

გერმანიაში სექსმუშაკები დაითვალეს
გერმანიაში სექსმუშაკები დაითვალეს

2018 წლის მონაცემებით, გერმანიაში სექსმუშაკებად 32,8 ათასი ქალი ოფიციალურად მუშაობს. მონაცემებს ვისბადენის სტატისტიკის ფედერალური სამსახური აქვეყნებს.

სტრატისტიკური მონაცემებით, გერმანული პასპორტი მხოლოდ ყოველ მეხუთე სექსმუშაკს აქვს. შესაბამისად გერმანიის მოქალაქე მხოლოდ 6,2 ათასი ადამიანია.

უძველესი პროფესიის 11,4 ათასი წარმომადგენელი რუმინეთიდანაა წარმოშობით, რაც საერთო რაოდენობის 35% შეადგენს.

3,2 ათასი ქალი ბულგარეთის მოქალაქეა, 2,4 კი - უნგრეთის.

ყველაზე მეტი სექსმუშაკი ვესტფალიაშია რეგისტრირებული. აქ 9307 ქალი მუშაობს. მეორე ადგილზეა ბავარია - 6384, მესამეზე ბადენ-ვიურტემბერგი - 3658. ბერლინში 750 სექსმუშაკია ლეგალურად დარეგისტრირებული.

სფეროში მომუშავეთა ასაკი უმეტესად 21-დან 44 წლამდე მერყეობს. 2 ათასი ქალია, ვინც 18-დან 20-წლისაა და 5,7 ათასი მუშაკის ასაკი 45 წელს ცდება.

გერმანიაში პროსტიტუცია ლეგალურია. 2017 წლის 1 ივნისიდან ქვეყანაში კანონი მოქმედებს, რომელიც ინდუსტრიაში დასაქმებულების უფლებებს იცავს. კანონმდებლობის მიხედვით სექსმუშაკებმა სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system