თავში

გერმანიაში შესვლის წესები მკაცრდება

გერმანიაში შესვლის წესები მკაცრდება
გერმანიაში შესვლის წესები მკაცრდება

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან ქვეყანაში შესვლისას მგზავრთა უმეტესობისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება სავალდებულო გახდება.

ამასთან, იმ ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს, სადაც კორონავირუსის მუტირებული ვარიანტებია გავრცელებული, ვაქცინაციის შემთხვევაშიც მოუწევთ ტესტის ჩაბარება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიაში შესვლისას კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულება უკვე ძალაშია საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებისთვის. ახლა კი ის შეეხება მათ, ვინც ქვეყანაში მანქანით, ზღვით ან რკინიგზით შედიან. 

მანამდე გერმანული გამოცემა Bild წერდა, რომ ტესტის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ 12 წლამდე ბავშვები, ასევე ის პირები, ვინც გერმანიის გავლით ტრანზიტით მგზავრობენ, რეგულარულად კვეთენ გერმანიის საზღვარს სამსახურის გამო ან ფლობენ ე.წ. კოვიდსერტიფიქატს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system