თავში

გერმანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა

გერმანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა
გერმანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა

ბოლო წლებში გერმანიაში 100 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW წერს.

გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წელს 100 წელს გადაცილებული 20,465 ადამიანი ცხოვრობდა, 3,523 -ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე.

ას წელს მიღწეულ ადამიანთა წილმა ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 0,025 პროცენტს მიაღწია, ხოლო 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი 0,018 პროცენტს შეადგენდა (2011 წელს 14 136 ადამიანი).

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძალიან ხანდაზმული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქალია - თითქმის 80 პროცენტი. 

ზოგადად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა განპირობებულია მედიცინის სფეროში მიღწეული პროგრესით და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system