თავში

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 1300 გაუჩინარდა - განახლებულია

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 1300 გაუჩინარდა
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 1300 გაუჩინარდა - განახლებულია

გერმანიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა განგაში კატასტროფის შესახებ. რეგიონში 850 ჯარისკაცი არის განლაგებული.

-09:07-

განახლებული მონაცემებით, დასავლეთ გერმანიის სხვადასხვა რაიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Bild პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ციკლონი "ბერნდით" გამოწვეული ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რაინი ადიდდა, რამაც წყალმოვარდნები გამოიწვია.

რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე ექვსი სახლი ჩამოინგრა. დანგრევის საფრთხე კიდევ რამდენიმე შენობას ემუქრება.

რაინლანდ-პფალცში 28 ადამიანი დაიღუპა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 31.

ბად-ნოიენარის ხელისუფლების განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1300 ადამიანი ითვლება.

ამასთან, სამართალდამცავების თქმით, ცუდი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია, რადგან ეს, შესაძლოა, რეგიონში მობილური კავშირის შეფერხებას უკავშირდებოდეს.

არვაილერში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პოლიციის ცნობით, წყალდიდობის გამო რამდენიმე ქალაქი გარე სამყაროს მოწყვეტილია. მოსახლეობა იძულებული გახდა, მაშველებს სახლის სახურავებზე დაელოდოს.

დაზარალებულების გადასარჩენად ვერტმფრენები გამოიყენეს. მნიშვნელოვანი დახმარება მოხალისეებმა გაწიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system