თავში

გერმანიაში უძველესი ოქროს არტეფაქტი იპოვეს

​გერმანიაში უძველესი ოქროს არტეფაქტი იპოვეს
გერმანიაში უძველესი ოქროს არტეფაქტი იპოვეს

გერმანიის ტერიტორიაზე, ტუბინგენის რეგიონში, არქეოლოგებმა გვიანი ნეოლითის ხანის საფლავში უძველესი ოქროს სპირალისებური რგოლი იპოვეს. საფლავი ქალს ეკუთვნოდა, რომელიც ჩვილის პოზაში იყო დაკრძალული, ხოლო აღნიშნული  არტეფაქტი თმის სამაგრის ფუნქციას ასრულებდა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

რადიოაქტიური ნახშირბადით დათარიღების საფუძველზე დადგინდა, რომ ქალის საფლავი 1800-დან 1750 წლის ფარგლებში გაკეთდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ხოლო ოქროს სპირალი კი მის მაღალ სოციალურ წარმომავლობაზე მიუთითებს.

ოქროს ნივთი დაახლოებით 20% ვერცხლს შეიცავს, ასევე მასში გამოვლინდა მცირე ოდენობით (2%-ზე ნაკლები შემცველობით) სპილენძი, პლატინა და კალა.

არტეფაქტის ქიმიური შემადგენლობა ძალიან ჰგავს ინგლისში, კორნუოლის ოქროს საბადოში მოპოვებული ბუნებრივი ოქროს მინარევებს. ამის გამო, მეცნიერთა ვარაუდით, ოქრო ინგლისის კორნუოლის რეგიონში იყო მოპოვებული, ხოლო შემდეგ ის ევროპის კონტინენტზე ვაჭრობის დროს შეიტანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system