თავში

გერმანიაში, ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ჯანდაცვის მუშაკები გაათავისუფლეს

გერმანიაში, ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ჯანდაცვის მუშაკები გ
გერმანიაში, ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ჯანდაცვის მუშაკები გაათავისუფლეს

გერმანიაში, კორონავირუსზე ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ჯანდაცვის რამდენიმე მუშაკი გაათავისუფლეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს.

გამოცემის ცნობით, რენე უილმერის სახელობის საექთნო ცენტრში ხელმძღვანელმა თანამშრომლებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდა. ორი დღის შემდეგ ექთნების უმეტესობამ აცრაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი ვაქცინაციის წინააღმდეგ არ იბრძვიან, უბრალოდ გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო სჭირდებოდათ.

თავად ცენტრის ხელმძღვანელობა მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათ მთავარ პრიორიტეტს პაციენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება წარმოადგენს.

გერმანიაში კორონავირუსის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაავადებას  47 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system