თავში

გერმანიის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოცხადდა

​გერმანიის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოცხადდა
გერმანიის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოცხადდა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ წყალდიდობის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა მიიღო.

სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ბუნდესვერის 850 ჯარისკაცი მონაწილეობს.

მედიის ცნობით, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 100 ადამიანს გადააჭარბა. კიდევ 1,3 ათასი მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გერმანიაში,ორშაბათიდან წვიმები გრძელდება, რომლებიც ციკლონ "ბერნდით" არის გამოწვეული. სტიქიამ უმეტესად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს დაარტყა, სადაც მდინარეები, რაინის ჩათვლით, ნაპირებიდან გადმოვიდა და ქუჩები დატბორა.

დატბორილი გზების და დანგრეული ხიდების გამო ზოგიერთ დასახლებამდე მისვლა შეუძლებელია. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხუთ რაიონში ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან კაშხლის გარღვევის საფრთხე არსებობს. რაინ-ერფტის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

წყალდიდობა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ბელგიასა და ნიდერლანდებშიც არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system