თავში

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ 5.5 მილიონიანი სარჩელი შეიტანეს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ 5.5 მილიონიანი სარჩელი შეიტა
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ 5.5 მილიონიანი სარჩელი შეიტანეს

გერმანიის ქალაქ ბონის სასამართლოში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მოსარჩელე მხარეს გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის შვილი, ვალტერ კოლი წარმოადგენს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს.

როგორც მოსარჩელე ირწმუნება, იენს შპანმა 1 მილიონი FFP2-ის სტანდარტის სამედიცინო პირბადის მიწოდების გადაზიდვა ჩაშალა. მოსარჩელე ჯანდაცვის მინისტრს 5.5 მილიონ ევროს ედავება.

გამოცემის ცნობით, 2020 წლის გაზაფხულზე ვალტერ კოლის მფლობელობაში არსებულმა კომპანია Kohl Consult-მა  გერმანიის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. სამინისტრომ კომპანიას 1 მილიონი FFP2-ის ტიპის პირბადე შეუკვეთა. თუმცა, საბოლოოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ნიღბების გადასახადი არ გადაიხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system