
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს, იენს შპანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრს მსუბუქი სიმპტომები აქვს და ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
თვითიზოლაციაში გადავიდნენ მასთან კონტაქტში მყოფი პირებიც.