თავში

გერმანიის მოსახლეობამ იკლო

გერმანიის მოსახლეობამ იკლო
გერმანიის მოსახლეობამ იკლო

გერმანიაში, 9 წლის განმავლობაში პირველად, 2020 წელს მოსახლეობის მატება არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის  21 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის ბოლოს გერმანიაში 83,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც დაახლოებით იგივეა, რაც წინა წელს. 

მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელების მიზეზებს შორის ექსპერტებმა ახალშობილებში სიკვდილიანობის სიჭარბე დაასახელეს.  

2020 წელს გერმანიაში 212 000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ. 2019 წელს გერმანიაში გარდაცვლილთა რიცხვმა 161 000-ით გადააჭარბა დაბადებულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system