თავში

ჰანაუში სროლის დროს თურქეთის 5 მოქალაქე დაიღუპა - განახლებულია

ჰანაუში სროლის დროს თურქეთის 5 მოქალაქე დაიღუპა - განახლებულია
ჰანაუში სროლის დროს თურქეთის 5 მოქალაქე დაიღუპა - განახლებულია

გერმანიის ქალაქ ჰანაუში სროლის დროს თურქეთის 5 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ გერმანიაში თურქეთის ელჩმა, ალი ქემალ აიდინმა განაცხადა, წერს TRT Haber.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსგავსი თავდასხმების აღკვეთისკენ მოუწოდებენ.

"წინააღმდეგ შემთხვევაში რასიზმი გაცილებით უფრო სერიოზულ მასშტაბებს მიაღწევს", - განაცხადეს უწყებაშ.

15:58

გერმანიის პრეზიდენტმა ქალაქ ჰანაუში მომხდარ თავდასხმებს ტერორისტული აქტი უწოდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ რესპუბლიკაში მშვიდობიანი თანაცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს.

პრეზიდენტმა დაღუპულების უჯახს მიუსამძიმრა.

"ყველა იმ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებ, ვისაც რასიზმის საფუძველზე სიძულვილი ემუქრება. ისინი მარტო არ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში მოქალაქეების უმეტესობა ამ დანაშაულს და რასიზმის, სიძულვილის და ძალადობის ყოველგვარ ფორმას გმობს", - განაცხადა შტაინმაიერმა.

 14:12

ჰანაუში თავდამსხმელის ბინაში აღმოჩენილი მეორე ცხედარი მისი დედისაა. ამის შესახებ ტელეარხ ADR-ის ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში, ჰოლგერ შმიტი წერს.

"დამნაშავე (გარდაცვლილი) ჰანაუდან, როგორც ჩანს, 43 წლის მამაკაცია. მის გვერდით პოლიციამ, სავარაუდოდ, მისი გარდაცვლილი დედა აღმოაჩინა", - წერს ის.

12:34 

სავარაუდო თავდამსხმელი, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰანაუში ორ ჩილიმ-ბარსა და ბუკმეკერულ კომპანიას დაესხა თავს, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე YouTube-ში ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამის შესახებ, სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, გამომძიებლებმა განაცხადეს.

კლიპში ვინმე ტობიას რ. ინგლისურად საუბრობს და ამბობს, რომ ეს "ყველა ამერიკელისადმი პერსონალური მიმართვაა". ვიდეო კერძო ბინაშია გადაღებული.

მიმართვაში ვიდეოს ავტორი აცხადებს, თითქოს "აშშ-ში მიწისქვეშა სამხედრო ობიექტები არსებობს, სადაც ბავშვებს აწამებენ და კლავენ. იქ ეშმაკს ეთაყვანებიან".

მისი თქმით, ამერიკის მოქალაქეებმა უნდა გაიღვიძონ და ამას ბრძოლა გამოუცხადონ.

გამომძიებლების თქმით, ვიდეოში არ არის რაიმე მინიშნება, რომ ავტორი გერმანიის ტერიტორიაზე ძალადობრივ ქმედებებს გეგმავს.

გამოძიებას გერმანიის გენერალური პროკურატურა აწარმოებს.

უწყების წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამომძიებლებს აქვთ მტკიცებულება, რომ სავარაუდო მკვლელი მემარჯვენე-ექსტრემისტული მოტივებით ხელმძღვანელობდა.

11:03

გერმანიის მთავრობა ჰანაუში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ბოლო მონაცემებით, ორ ჩილიმ-ბარსა და ბუკმეკერულ კომპანიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის სავარაუდო თავდამსხმელი გარდაიცვალა.

"დღეს დილით ჩვენი ფიქრები ჰანაუს მოსახლეობასთანაა, რომლის ცენტრში საზარელი დანაშაული მოხდა. ღრმა მწუხარება ოჯახებს, რომლებიც დაღუპულებს გლოვობენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან", - წერს "ტვიტერში გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფან ზაიბერტი.

09:32 

გერმანიის ქალაქ ჰანაუში სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მის გვერდით მეორე ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს.

"ამჟამად არ არის რაიმე მინიშნება, რომ კიდევ რამდენიმე თავდამსხმელი შეიძლებოდა ყოფილიყო", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

თავდამსხმელის ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება.

დაუდგენელი პირი ღამე ორ ჩილიმ-ბარსა და ბუკმეკერულ კომპანიას დაესხა თავს. 9 ადამიანი დაიღუპა, 5 მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system