თავში

გერმანიის მთავრობამ ინტერნეტში სიძულვილის ენის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

​გერმანიის მთავრობამ ინტერნეტში სიძულვილის ენის შესახებ კანონპრ
გერმანიის მთავრობამ ინტერნეტში სიძულვილის ენის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ინტერნეტში სიძულვილის ენის გამოყენებას ზღუდავს. ინიციატივა სოციალური ქსელების პლატფორმებს უკანონო კონტენტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას ავალდებულებს. მათ შორისაა მკვლელობის მუქარის, სიძულვილის გაღვივებისა და სხვა სახის კონტენტის შესახებ ცნობები.

"ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით ჩვენ სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულს აღვუდგებით წინ უფრო დიდი ძალით, ვიდრე აქამდე", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა.

მისი თქმით, მომავალში ყველა ადამიანი, რომელიც სიძულვილს აღვივებს და სხვებს ინტერნეტში ემუქრება, პასუხისგებაში უფრო აქტიურად იქნება მიცემული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system