თავში

გერმანიის პარლამენტი მარტში სავალდებულო ვაქცინაციას უყრის კენჭს

​გერმანიის პარლამენტი მარტში სავალდებულო ვაქცინაციას უყრის კენჭს
გერმანიის პარლამენტი მარტში სავალდებულო ვაქცინაციას უყრის კენჭს

გერმანელი დეპუტატები ბუნდესტაგში მარტის ბოლომდე კოროვირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო უნივერსალური ვაქცინაციის შემოღებას კენჭს უყრიან. ამის შესახებ ინფორმაციას The Local ავრცელებს.

არსებული ცნობებით, პირველი დებატები ორ კვირაში გაიმართება და ამის შემდეგ მმართველი კოალიცია კანონპროექტის საკვანძო პუნქტებს წარადგენს.

ამის შემდეგ პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად არაუმეტეს ორი თვისა დასჭირდება.

"ამას მარტში დავასრულებთ", - განაცხადეს დეპუტატებმა.

ცნობისთვის, გასულ წელს გერმანიის ახლად არჩეულმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა თებერვლის ან მარტის დასაწყისში სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარი დაუჭირა.

ოთხშაბათს გერმანიაში COVID-19-ის 80 430 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის პერიოდში ანტირეკორდი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system