თავში

გერმანიის პოლიცია ყალბი კოვიდ-პასპორტების პრობლემაზე საუბრობს

გერმანიის პოლიცია ყალბი კოვიდ-პასპორტების პრობლემაზე საუბრობს
გერმანიის პოლიცია ყალბი კოვიდ-პასპორტების პრობლემაზე საუბრობს
© dw.com

გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ კრიმინალებმა უკვე დაიწყეს უკანონო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაყიდვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანიამ გააუქმა საკარანტინო მოთხოვნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან აცრილები ან გადატანილი აქვთ დაავადება.

პოლიციაში ასევე აცხადებენ, რომ პოტენციურად ინფიცირებულმა პირებმა, შესაძლოა, ისარგებლონ ყალბი მოწმობით, რათა თავიდან აიცილონ სამოგზაურო საკარანტინო პერიოდი ან მიიღონ წვდომა გარკვეულ მომსახურებებზე.

"პრობლემა დღეს უკვე არსებობს და ეს დარჩება იქამდე, სანამ არ მოხდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system