თავში

გერმანიის პოლიციამ დააკავა "აქტივისტები", რომლებსაც პოლონეთის საზღვარზე პატრულირება სურდათ

​გერმანიის პოლიციამ დააკავა "აქტივისტები", რომლებსაც პოლონეთის საზღვარ
გერმანიის პოლიციამ დააკავა აქტივისტები, რომლებსაც პოლონეთის საზღვარზე პატრულირება სურდათ

გერმანიის პოლიციამ პოლონეთის საზღვართან შეიარაღებული უკიდურესი მემარჯვენეების ჯგუფი დააკავა, რომლებიც მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად საზღვრის პატრულირებას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჯამში პოლიციამ 50-ზე მეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტი დააკავა. მათ წიწაკის სპრეი, მაჩეტე და ხელკეტები ჰქონდათ.

პოლიციის განცხადებით, ეს ადამიანები სასაზღვრო ქალაქ გუბენში ულტრამემარჯვენე პარტიის „მესამე გზის“ მოწოდებით ჩავიდნენ, რომელიც ნეონაცისტურ ჯგუფებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

პოლიციამ ამოიღო იარაღი და აიძულა ეჭვმიტანილები, ტერიტორია დაეტოვებინათ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ პოლონეთთან საზღვარზე დამატებით 800 პოლიციელი განათავსა, რათა გააკონტროლოს მიგრანტების შესაძლო ნაკადი, რომლებიც ბელარუსიდან ევროკავშირში შესვლას ცდილობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system