თავში

გერმანიის პრეზიდენტი COVID-19-ით გარდაცვლილთა გამო გლოვას გამოაცხადებს

გერმანიის პრეზიდენტი COVID-19-ით გარდაცვლილთა გამო გლოვას გამოაცხადებ
გერმანიის პრეზიდენტი COVID-19-ით გარდაცვლილთა გამო გლოვას გამოაცხადებს

გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ოფიციალური გლოვის გამოცხადება სურს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება.  

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტს მოქალაქეების მხარდაჭერა და გარდაცვლილთა ნათესავების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა სურს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9 300-ს აღწევს, რაც სხვა ქვეყნის მონაცემებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება ქვეყანაში საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვს. 

პრეზიდენტი აღნიშნულ ინიციატივას ბუნდესტაგს წარუდგენს. გარდაცვლილთა ხსენების თარიღი და ფორმატი ფედერალურ მთავრობასა და ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეთანხმებით გადაწყდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system