თავში

გერმანიის პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გერმანიის პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გერმანიის პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს.

გამოცემის ცნობით, შაბათს პრეზიდენტს COVID-19-ზე ტესტირება სწრაფი ტესტის მეშვეობით ჩაუტარდა, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. შტაინმაიერს განმეორებითი PCR ტესტირებაც ჩაუტარდა და პრეზიდენტს ინფექცია არც ამ შემთხვევაში დაუდასტურდა.

გერმანიის პრეზიდენტი კვლავ კარანტინში რჩება. უახლოეს დღეებში შტაინმაიერს კორონავირუსზე ტესტირება ისევ ჩაუტარდება.

ცნობისთვის, შტაინმაიერი კარანტინში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system