თავში

გერმანიის პროკურატურა: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული

გერმანიის პროკურატურა: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცს
გერმანიის პროკურატურა: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის გერმანიის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტს გერმანიის პროკურატურა გამოიძიებს. გერმანიის ფედერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული და დეტალების გამოძიებას თავადგეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს, გერმანიისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, რუსეთთან უკვე არსებული დაძაბულობა, რომელიც, გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამლვის ფაქტს მოჰყვა.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system