თავში

გერმანიის პროკურატურაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

გერმანიის პროკურატურაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
გერმანიის პროკურატურაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

ბელარუსის 10-მა მოქალაქემ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სარჩელი გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში შეიტანა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

მომჩივანები ბელარუსის პრეზიდენტს ძალადობაში, წამებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.

ვალერი სამოლაზოვი და კასპერ სინიცკი იმ ათ ადამიანს შორის არიან, რომელთა სახელითაც გერმანელმა ადვოკატებმა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას მიმართეს. მათი განცხადებით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ძალებმა  მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაზეც ლუკაშენკოს ეკისრება პასუხისმგებლობა.

ადვოკატების განცხადებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებს, პროკურატურაში გადაყვანის შემდეგ, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას აყენებდნენ და აწამებდნენ. დაზარალებულებმა მომხდარის შესახებ არაერთხელ განაცხადეს, თუმცა,  ბელორუსის უშიშროების უწყების თანამშრომლების მიმართ წამების ფაქტზე, არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანის მიზანი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ტერორისტად გამოცხადებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system