თავში

გერმანიის საგარეო მინისტრი: “გთხოვთ, დარჩით სახლში“

გერმანიის საგარეო მინისტრი: “გთხოვთ, დარჩით სახლში“
გერმანიის საგარეო მინისტრი: “გთხოვთ, დარჩით სახლში“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ეს მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა ერთ დღეში მკვეთრად იმატა. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს გერმანიის მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად და ამის პარალელურად, მოსახლეობას მოგზაურობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

გერმანიაში ორი დღის წინ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 1174-ით მოიმატა, რაც ერთ დღეში დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. დღეს  ეს რიცხვი კიდევ 364-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 7636-ს მიაღწია. გარდაიცვალა 20 ადამიანი, აქედან 3 ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 67 ადამიანი. საავადმყოფოში მკურნალობს 7549 პაციენტი, რომელთაგან 2 მძიმე მდგომარეობაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system