თავში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ ახალი სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ გარდაუვალია. გინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

მისი თქმით, სანქციების წინა პაკეტები, რომლებიც ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვასა და კომპანიებს დაუწესეს, საკმარისი არაა.

"სანქციები ბელარუსის ეკონომიკის მთელ სექტორებზე უნდა გავრცელდეს", - განაცხადა მაასმა და მაგალითისთვის კალიუმის მრეწველობა და ენერგეტიკა დაასახელა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და საპროტესტი აქციების მონაწილეთა რეპრესიებისთვის 2020 წლის ბოლოს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სამი პაკეტი შემოიღო. 16 ივნისს ევროკავშირის 27 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, რაც რომან პროტასევიჩის დაკავებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system