თავში

გერმანიის საგარეო სამინისტრომ ტვიტერში ვიზებზე ხუმრობის გამო მოიბოდიშა

​გერმანიის საგარეო სამინისტრომ ტვიტერში
გერმანიის საგარეო სამინისტრომ ტვიტერში ვიზებზე ხუმრობის გამო მოიბოდიშა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა ვიზებთან დაკავშირებით უხერხული ხუმრობის გამო და "ტვიტერის" გვერდიდან შეტყობინება წაშალა.

16 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლეშმობს შეუერთდა ჰეშთეგით #SeduceSomeonein4Words. შეტყობინება 4 სიტყვიანი პოსტის დაწერას გულისხმობდა, რომელიც მკითხველს „მოხიბლავდა“. სამინისტროს ინგლისურენოვან ანგარიშზე ეწერა "Your visa got approved" („თქვენი ვიზა დამტკიცებულია“). შეტყობინებას უამრავი მოწონება და გაზიარება ჰქონდა, თუმცა ბევრი კრიტიკაც მოჰყვა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რთულ პროცედურებს გადის გერმანიის ვიზის მისაღებად.

მოგვიანებით სამინისტრომ ტვიტი წაშალა და ბოდიში მოიხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ ვიზების მიღება რთული პროცესია და საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მძიმედ აისახოს ადამიანების ცხოვრებაზე. ჩვენი კოლეგები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ გადაწყვეტილებებს“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system