
გერმანული ბიოფარმაცეტული კომპანია CureVac COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების ბოლო ეტაპს იწყებს. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული.
კვლევაში ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან 35 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მათი ასაკი 18 წლიდან იწყება.
ვაქცინა ორი დოზისგან შედგება. სწორედ მისი ეფექტურობა უნდა დაადასტუროს ბოლო ეტაპმა. ამასთან, რამდენიმე მოხალისე პლაცებოს მიიღებს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების მონაწილეებს კვლევების დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე სპეციალისტები დააკვირდებიან.
CureVac კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო. ნოემბერში კომპანიამ კვლევის პირველი ფაზის შედეგები წარმოადგინა და განაცხადა, რომ მოხალისეებს ანტისხეულები გამოუმუშავდა. იმუნური პასუხი ჰგავდა იმ პაციენტების შედეგებს, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა.