თავში

ჟან კლოდ იუნკერი: "ბრექსითს ჯერ ლონდონმა მოაწეროს ხელი, შემდეგ ბრიუსელმა და სტრასბურგმა“

იუნკერი ბრექსითი
ჟან კლოდ იუნკერი: ბრექსითს ჯერ ლონდონმა მოაწეროს ხელი, შემდეგ ბრიუსელმა და სტრასბურგმა“

ევროკომისიის პრეზიდენტი ჯან კლოდ იუნკერი "ბრექსითზე" დახარჯულ დროსა და ენერგიას ფუჭს უწოდებს. იუნკერის თქმით, მისთვის გამაღიზიანებელია, რომ ხუთწლიანი მანდატი ბლოკის უფრო ეფექტურად მუშაობისთვის შეეძლო გამოეყენებინა, რისი შესაძლებლობაც მას "ბრექსითმა" არ მისცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცებს ბრექსითის გეგმას, რაც მას დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დაუჭერს მხარს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება.

"შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, რას გადაწყვეტენ ვესტმინსტერში, ამიტომ ჯერ ლონდონი, შემდეგ ბრიუსელი და სტარსბურგი,“ - განაცხადა იუნკერმა.

იუნკერის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბრექსითის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 სახელმწიფოს წარმომადგენლები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ბრექსითის ვადა 31 ოქტომბერს იწურება. პროცესის გადადების მოთხოვნით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირში ორი წერილი გაგზავნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system