თავში

აშშ-ში ზოოპარკიდან ლემურის ქურდობისთვის მამაკაცს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კატა ლემური
აშშ-ში ზოოპარკიდან ლემურის ქურდობისთვის მამაკაცს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში სასამართლომ, სახმრეთკალიფორნიელ ახალგაზრდას, ზოოპარკიდან ლემურის ქურდობისთვის, 90 დღიანი პატიმრობა და 8 486 დოლარის ჯარიმა დააკისრა.

19 წლის აქვინას კასბარი გასულ წელს, ღამით, სანტა ანას ზოოპარკის ტერიტორიაზე შეიპარა, გალია გატეხა და კატისებრთა ჯიშის ლემური, 32 წლის ისააკი მოიპარა. მეორე დღეს მან ცხოველი ყუთით სასტუმრო Newport Beac-თან დატოვა. ყუთზე ეწერა, რომ ლემური ზოოპარკს ეკუთვნოდა და მპოვნელებს შესაბამისი შეტყობინებით პოლიციისთვის მიემართათ.

ლემური ისააკი ზოოპარკში უვნებლად დააბრუნეს. ასევე უვნებლად დააბრუნეს სხვა მაიმუნები და ლემურები, რომლებმაც დაზიანებული გალიდან გაქცევა მოახერხეს.

ახალგაზრდის ადვოკატის განცხადებით, კასბარმა ქურდობის შემდეგ მალევე გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა და ეს ცუდი, ახალგაზრდული ხუმრობა იყო.

ლემურები საშუალოდ 20-დან 25 წლამდე ცოცხლობენ. 33 წლის ისააკი სანტა ანას ზოოპარკის უხუცესი ლემურია და თავს კარგად გრძნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system