თავში

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზადაა არჩევნები 11 დეკემბერს დანიშნოს

ბრიტაენეთი ლონდონი
დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზადაა არჩევნები 11 დეკემბერს დანიშნოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოპოზიციის შესწორებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დაეთანხმა. საყოველთაო არჩევნები ქვეყანაში არა 12 დეკემბერს, როგორც ამას პრემიერი ითხოვდა, არამედ 11 დეკემბერს გაიმართება.

როგორც ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტში "ბრექსითის" შეთანხმების პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნამდე, ანუ 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ოპოზიცია ვადამდელი არჩვნების რაც შეიძლება სწრაფად დანიშვნას უჭერდა მხარს, რათა ჯონსონს "ბრექსითის" გეგმის პარლამენტში ხელახლა გატანა ვეღარ მოესწრო.

ვადამდელი არჩევნების გეგმის კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში მას შემდეგ გაიმართა, რაც ჯონსონმა ევროკავშირისაგან "ბრექსითის" ბოლო ვადის 31 იანვამდე მოქნილი პირობებით გადაწევაზე ოფიციალური თანხმობა მიიღო. ევროკავშირისადმი მიწერილ წერილში ჯონსონი წერდა, რომ 3-თვიანი გადავადება, რომელიც მას პარლამენტმა აიძულა, ბრიტანეთისთვის არასასურველი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system