თავში

ღამის კლუბის დარბევას 13 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

ღამის კლუბის დარბევას 13 ადამიანი ემსხვერპლა
ღამის კლუბის დარბევას 13 ადამიანი ემსხვერპლა  - VIDEO

პერუში, პოლიციის მიერ ლოს ოლივოს რაიონში მდებარე ღამის კლუბის დარბევის დროს 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NDTV ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კლუბ Lima-ში 120 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციას წვეულების გამართვის შესახებ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს.

ინციდენტის ადგილზე მისულ პოლიციელებს ღამის კლუბში შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და გაქცევა სცადეს. ავტომობილით გაქცევის დროს ავარია მოხდა, რის შედეგადაც 13 პირი გარდაიცვალა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციას ღამის კლუბის დარბევის დროს იარაღი არ გამოუყენებია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისათვის დაკავებულია 23 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system