თავში

ღაზას სექტორში დაიბომბა შენობა, სადაც Al Jazeera-სა და AP-ის ოფისები მდებარეობდა

ღაზას სექტორში დაიბომბა შენობა, სადაც Al Jazeera-სა და AP-ის ოფისები
ღაზას სექტორში დაიბომბა შენობა, სადაც Al Jazeera-სა და AP-ის ოფისები მდებარეობდა

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ღაზას სექტორში დაიბომბა შენობა, სადაც საინფორმაციო სააგენტო Al Jazeera-სა და Associated Press-ის ოფისებია განთავსებული. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 12-სართულიანი შენობა მთლიანად ჩამოინგრა.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

პალესტინის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 139-მდე ადამიანი დაიღუპა, 950-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 39 ბავშვი და 22 ქალია.

შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system