თავში

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 139-ს აღწევს

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 139-ს აღწევს
ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 139-ს აღწევს

ღაზას სექტორში ისრაელის იერიშს კიდევ 10 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 8 ბავშვი და 2 ქალი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

პალესტინის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 139-მდე ადამიანი დაიღუპა, 950-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 39 ბავშვი და 22 ქალია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე კი პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system