თავში

ღონისძიებაზე, რომელსაც ავღანეთის პრემიერი ესწრებოდა, თავდასხმა მოხდა - განახლებულია

​ღონისძიებაზე, რომელსაც ავღანეთის პრემიერი ესწრებოდა, თავდასხმა მოხდა
ღონისძიებაზე, რომელსაც ავღანეთის პრემიერი ესწრებოდა, თავდასხმა მოხდა - განახლებულია

ქაბულში ღონისძიებაზე თავდასხმის შედეგად, რომელსაც ავღანეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა აბდულა ესწრებოდა, 29 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Tolo News შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მონაცემები საბოლოო არ არის და რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

15:33

ქაბულში ღონისძიებაზე თავდასხმის შედეგად, რომელსაც ავღანეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა აბდულა ესწრებოდა, 23 ადამიანი დაიღუპა, 33 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანური მედია ავრცელებს. მონაცემები საბოლოო არ არის და რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ამასთან, თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ წერს", რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რადიკალური მოძრაობა "თალიბანია".

14:24

ქაბულში ღონისძიებაზე თავდასხმის შედეგად, რომელსაც ავღანეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა აბდულა ესწრებოდა, 2 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

13:05

კაბულში ღონისძიებაზე თავდასხმის შედეგად, რომელსაც ავღანეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა აბდულა ესწრებოდა, 18 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელმა, ნასრატ რაჰიმიმ განაცხადა. მისი თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია თავის თავზე. 

11:57

ღონისძიებაზე, რომელსაც ავღანეთის პრემიერი აბდულა აბდულა ესწრებოდა, თავდასხმა მოხდა. ადგილზე სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი არ დაშავებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system