თავში

გიგანტური პანდა ბეი-ბეი ვაშინგტონიდან ჩინეთში ჩაიყვანეს

გიგანტური პანდა ბეი-ბეი ვაშინგტონიდან ჩინეთში ჩაიყვანეს
გიგანტური პანდა ბეი-ბეი ვაშინგტონიდან ჩინეთში ჩაიყვანეს

გიგანტური პანდა სახელად ბეი-ბეი, რომელმაც დაბადებიდან 4 წელი ვაშინგტონში გაატარა, დღეს ჩინეთში, სიჩუანის პანდების რეზერვაციისა და კვლევის ცენტრში ჩაიყვანეს. ჩინეთის საზოგადობრივი მაუწყებლის, CCTV ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე ცხოველი დროში სხვაობას შეეგუება, ისწავლის განსხვავებული საჭმლის ჭამას და ადგილობრივ დიალექტს, კარანტინში იქნება მოთავსებული,

ბეი-ბეი ვაშინგტონის ზოოპარკის ფავორიტი იყო. ზოოპარკში ის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად 2015 წელს დაიბადა. მისი მშობლები პანდები სახელად მეი სიანი და ტიან ტიანი არიან.

ვაშინგტონის ზოოპარკსა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, იქ დაბადებული ნებისმიერი პანდა, პანდების გამრავლების პროგრამის ფარგლებში, 4 წელი რომ შეუსრულდება, ჩინეთში უნდა გაიგზავნოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system