თავში

გიგანტური რვაფეხა "დუმბო" აღმოაჩინეს

​გიგანტური რვაფეხა "დუმბო" აღმოაჩინეს
გიგანტური რვაფეხა დუმბო აღმოაჩინეს

წყნარი ოკეანის სიღრმეებში გიგანტური რვაფეხას ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ისინი წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ფსკერზე მდებარე საიმპერატორო მთების ჩრდილოეთით ცხოვრობენ. ახალ სახეობას Grimpoteuthis imperator დაარქვეს.

ახლადაღმოჩენილი რვაფეხები თავფეხიანი მოლუსკების ძალიან იშვიათ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის და მიკროკომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით გამოიკვლიეს, ასევე შეისწავლეს მათი გენები.

მეცნიერებს გიგანტური მოლუსკების არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი და სხვა ორგანოების მუშაობა, არამედ მათი ნერვული სისტემა და გრძნობათა ორგანოებიც აინტერესებდათ. აღმოჩნდა, რომ Grimpoteuthis imperator-ს უჩვეულო ფორმის გული აქვთ.

გიგანტური რვაფეხები წყალში 7000 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობს და და ზღვებისა და ოკეანეების ეკოსისტემაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

რვაფეხების ამ სახეობას ორი დიდი ზომის ფარფლი აქვს. ამ მახასიათებლის გამო ასეთ მოლუსკებს "დუმბოს" უწოდებენ. სწორედ ასე ერქვა დისნეის ანიმაციური ფილმის ერთ-ერთ ცნობილ პერსონაჟს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system