თავში

გინეკოლოგს, რომელიც პაციენტებს ფარულად ვიდეოზე იღებდა, 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გინეკოლოგს, რომელიც პაციენტებს ფარულად ვიდეოზე იღებდა, 14 თვით თავისუფ
გინეკოლოგს, რომელიც პაციენტებს ფარულად ვიდეოზე იღებდა, 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

დიდ ბრიტანეთში სასამართლომ გინეკოლოგს, რომელიც პაციენტებს ფარულად ვიდეოზე იღებდა, 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ჯომო მატურინს ვიდეოკამერა სათვალეში ჰქონდა დამონტაჟებული. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციას 19 წლის ახალგაზრდა ქალმა მიმართა. მისი თქმით, პრაქტიკის დროს მასსა და ექიმს შორის რომანი დაიწყო, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ერთხელაც მედდამ მატურინის კომპიუტერზე ვიდეოფაილი აღმოაჩინა, რომელზეც მათი ინტიმური კავშირი იყო აღბეჭდილი. ქალმა ექიმს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, ის კი ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა, თუკი ქალი ამის შესახებ ვინმეს გაუმხელდა.

მოგვიანებით სტუდენტმა ყველაფერი მეგობარს უამბო და განაცხადა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო, მან კი ურჩია, პოლიციისთვის მიემართა.

ჩხრეკის შედეგად ექიმის კომპიუტერში სექსუალური ხასიათის 15 ფოტოსურათი, ასევე 96 ვიდეო აღმოაჩინეს, რომლებზეც მისი პაციენტები იყვნენ აღბეჭდილი.

ჯომო მატურინს ბრალი უკანონო ფოტო და ვიდეოგადაღების, ასევე საკუთარი მედდის შანტაჟის ფაქტებზე წარუდგინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system