თავში

Girls Aloud-ის წევრი სარა ჰარდინგი გარდაიცვალა

Girls Aloud-ის წევრი სარა ჰარდინგი გარდაიცვალა
Girls Aloud-ის წევრი სარა ჰარდინგი გარდაიცვალა

39 წლის მომღერალი, სარა ჰარდინგი მკერდის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერლის დედა ავრცელებს. 

2020 წლის აგვისტოში სარამ საჯაროდ განაცხადა, რომ მას მკერდის კიბო აქვს და დაავადება მთელ სხეულშია გავრცელებული. 

2021 წლის დასაწყისში ჰარდინგმა თქვა, რომ მას ექიმებმა დიდი ხნის სიცოცხლე არ უწინასწარმეტყველეს და მომავალ შობას ვეღარ მოესწრება. 

5 გოგონასგან შემდგარი ბრიტანული პოპჯუფი Girls Aloud 2002 წელს შეიქმნა. ჯგუფს გამოშვებული აქვს 5 სტუდიური ალბომი. 2000-იან წლებში Girls Aloud კომერციულად წარმატებული ჯგუფი გამოდგა და 2008 წელს გამოშვებულმა კომპოზიციამ The Promise, პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო BRIT Awards მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system