თავში

გიტანას ნაუსედა: რუსეთი ისტორიის გადაწერას მთელი ძალით ცდილობს

​გიტანას ნაუსედა: რუსეთი ისტორიის გადაწერას მთელი ძალით ცდილობს
გიტანას ნაუსედა: რუსეთი ისტორიის გადაწერას მთელი ძალით ცდილობს

ბოლო დროს რუსეთი ისტორიის გადაწერას მთელი ძალით ცდილობს. ამის ერთ-ერთი მაგალითი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმების ევროპის ისტორიაზე გავლენის უარყოფაა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მან გაიხსენა, რომ 1989 წლის 24 დეკემბერს სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა კრებამ 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმების არსებობა აღიარა და ისინი ძალადაკარგულად გამოაცხადა.

”ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური საბჭოთა კავშირის ამ საიდუმლო შეთანხმებებმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მომდევნი ოკუპაცია განსაზღვრა ”, – წერს ნაუსედამ.

მისი თქმით, ისტორიული მეხსიერება მომავლის აღქმაზე გავლენას ახდენს.

”ნუ დაივიწყებთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც საკუთარი და ევროპის ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ. ნუ დავუშვებთ, რომ სიმართლე ბუტაფორიული, ყალბი აბრებით შეიცვალოს”, – აცხადებს ნაუსედა.

20 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს ლიდერების შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპარლამენტის მიერ ახლახან მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, 1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ხელმოწერით საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ხელი შეუწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system