თავში

გლობალური დათბობა მთელ მსოფლიოში არასტაბილურობას ზრდის - ბაიდენი

​გლობალური დათბობა მთელ მსოფლიოში არასტაბილურობა
გლობალური დათბობა მთელ მსოფლიოში არასტაბილურობას ზრდის - ბაიდენი

გლობალური დათბობა შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის არასტაბილურობას ზრდის. შესაძლებელია კონფლიქტები სახნავ-სათესი მიწების გამო,- ამის შესახებ სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დაზვერვის საზოგადოების თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან საუბრისას განაცხადა.

"კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები უკვე ზრდის არასტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ეს არის ამინდის ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირი და მომაკვდინებელია, ასევე საკვებისა და წყლის უსაფრთხოების არარსებობა, ზღვის დონის აწევა. ამ ყველაფრიდან გამოწვეული მიგრაციის მნიშვნელოვანი ზრდა კი წარმოადგენს ფუნდამენტურ რისკს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისათვის ”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, აშშ-ის სამხედროებიც ყველაზე დიდ საფრთხედ კლიმატის ცვლილებას მიიჩნევენ.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ პროგნოზების თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში არ არის გამორიცხული ინდონეზიის დედაქალაქის შეცვლა, რადგან შესაძლოა ჯაკარტა დაიტბოროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system