თავში

გლობალური მასშტაბით, აზერბაიჯანი - ძლიერი ქვეყანაა :აზერბაიჯანის პრემიერი

გლობალური მასშტაბით, აზერბაიჯანი - ძლიერი ქვეყანაა :აზერბაიჯანის
გლობალური მასშტაბით, აზერბაიჯანი - ძლიერი ქვეყანაა :აზერბაიჯანის პრემიერი

”დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო, თავისი საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე სწრაფი განვითარებისა და აღმავლობის პერიოდს გადის. აზერბაიჯანი - სამხრეთ კავკასიის ლიდერი, ძლიერი სახელმწიფოა, მტკიცე პოზიციით, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა.

”ეს გამარჯვება, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის უდიდეს სურვილსა და მისწრაფებას წარმოადგენდა, მხოლოდ 44 დღეში არ მოგვიპოვებია. ეს გამარჯვება და მისკენ მიმავალი გზა  საბედისწერო ისტორიული მომენტებიდან დაიწყო, იმ პერიოდიდან, როდესაც ხალხმა, რომლებმაც მიწები დაკარგეს და  ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნენ, რომლებიც საკუთარი სახლებიდან განდევნეს, დახმარების თხოვნით ეროვნულ ლიდერს - ჰეიდარ ალიევს  მიმართა. ეს გამარჯვება დაიწყო მაშინ, როდესაც ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანი  მსოფლიოს გააცნო, შექმნა ნაყოფიერი თანამშრომლობის პლატფორმა დიდ სახელმწიფოებთან, პრესტიჟულ საერთაშორისო სტრუქტურებთან, ავტორიტეტულ წრეებთან და ცენტრებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო პოლიტიკაში.

ეს გამარჯვება  მასშტაბური ძალისხმევის შედეგია, რომელიც  ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით, სახელმწიფოებრიობის ტრადიციების შექმნითა და განმტკიცებით, კანონის უზენაესობის მშენებლობის, ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების მიზნით დაიწყო.

ზოგადად, ეს გამარჯვება დაიწყო ნავთობის სტრატეგიით, რომლის არქიტექტორი, დამფუძნებელი და ავტორიც ჰეიდარ ალიევია", - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system