თავში

გლობალური საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-ზე საშიშიც კი იყოს

​გლობალური საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-ზე საშიშიც კი იყოს

წამლის მიმართ რეზისტენტული ინფექციები, შესაძლოა, მომდევნო პანდემიაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს. ინფორმაციას გამოცემა La Jornada ავრცელებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ანტიმიკრობულ საშუალებებს "ზედმეტად და არასწორად" იყენებენ. ამან მრავალი პათოგენური ორგანიზმის მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული გახადა.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა ერთ-ერთი გლობალური საფრთხეა, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-ზე საშიშიც კი იყოს. მათი თქმით, თუ ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა არ დაიწყება, მსოფლიოში ათობით მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი ელოდება.

”ამჟამად 700 000 ადამიანი ყოველწლიურად წამლის მიმართ რეზისტენტული დაავადებების გამო იღუპება”, - ამბობენ ექსპერტები.

სპეციალისტები აღნიშვანებ,ნრომ მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობა სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის აგროსასურსათო სისტემებს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system