თავში

გოგონამ გამტაცებლისგან თავი TikTok-ის დახმარებით იხსნა

გოგონამ გამტაცებლისგან თავი TikTok-ის დახმარებით იხსნა
გოგონამ გამტაცებლისგან თავი TikTok-ის დახმარებით იხსნა

16 წლის გოგონამ გამტაცებლისგან თავი TikTok-ზე ნასწავლი დახმარების სიგნალის საშუალებით იხსნა. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება.

გამოცემის ცნობით,  კენტუკის შტატის პოლიციამ  გოგონას გატაცების ბრალდებით 61 წლის ჯეიმს ჰერბერტ ბრიკი დააკავა.

გოგონამ, რომელიც გამტაცებელს მანქანით გადაჰყავდა, გვერდით მიმავალ მანქანებს დახმარების სიგნალი აჩვენა. ნიშანი ერთ-ერთმა შემთხვევითმა მძღოლმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.

გოგონა 2 ნოემბერს გაუჩინარდა. თვითმხილველმა კი, რომელმაც გოგონა ვერცხლისფერი ტოიოტას უკანა სავარძელზე შენიშნა, პოლიციას ორი დღის შემდეგ მიმართა. 

აღნიშნული დახმარების სიგნალი, თვითიზოლაციის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაზრდის რისკების გამო,  კანადის ქალთა ფონდმა შექმნა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system