თავში

გოგონამ ინტერნეტით ტყუპისცალი იპოვა - PHOTO

გოგონამ ინტერნეტით ტყუპისცალი იპოვა - PHOTO
გოგონამ ინტერნეტით ტყუპისცალი იპოვა - PHOTO

ინდონეზიაში მოზარდმა, შემთხვევით, სოციალურ ქსელში თავისი და იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Jakarta Post ავრცელებს.

16 წლის ნაბილა აზ-ზაჰრამ შოკისმომგვრელი საიდუმლო მეგობრების ყურადღების წყალობით აღმოაჩინა. მათ ყურადღება Twitter- ში განთავსებულ პროფილზე გაამახვილეს, რომლის მომხმარებელიც ზუსტად, თავიანთ მეგობარს ჰგავდა. გოგონამ მომხმარებელს მიწერა და გაარკვია, რომ მას ნადია ერქვა. როდესაც გოგონებმა ერთმანეთში ისაუბრეს, გაირკვა, რომ ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ და ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხებოდა. 

ალ-ზაჰრამ, რომელმაც უკვე იცოდა, რომ ერთი ტყუპისცალი უკვე ჰყავს, მშობლებს მიმართა და აღმოაჩინა, რომ მას კიდევ 1 ტყუპისცალი და ჰყავდა. ის გააშვილეს, რადგან მის ბიოლოგიურ მშობლებს, სამი შვილის ერთად აღზრდის საშუალება არ ჰქონდათ. ანუ სამში, მის ოჯახს სამი ტყუპი შეეძინა. 

გოგონამ აღნიშნა, რომ მას შერეული გრძნობები აქვს. ის მოხარულია, რომ თავისი და იპოვა, მაგრამ მისი ოჯახის ისტორიით დამწუხრებულია. 

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system