თავში

"გოლგოთა" ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში

​"გოლგოთა" ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში
გოლგოთა ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში

მადრიდში, მოხუცთა თავშესაფარში ადამიანები "გოლგოთას" გადიან, - ასე აღწერა დაწესებულებებში ადამიანების ტანჯვა ალფრედო სუარესმა, რომლიც მამა, ფრანსისკო კორონავირუსის შედეგად ერთ-ერთ ასეთ თავშესაფარში გარდაიცვალა.

"27 მარტს ჩვენ მოხუცთა თავშესაფრის ექიმმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ მამას ცხელება აქვს, სუნთქვა უჭირს და ახველებს", - ამბობს ალფრედო.

82 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა უარესდებოდა.

ალფრედოს თქმით, დაწესებულების ადმინისტრაცია ჯანდაცვის ორგანოებს დახმარებას სთხოვდა, თუმცა შესაბამისი რეაქცია არ იყო. პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ვერ ხერხდებოდა.

"4 აპრილს ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მამა ძალიან ცუდადაა და მასთან დამშვიდობება გვირჩიეს. როდესაც ჩვენ მივედით, 20 წუთში მამა გარდაიცვალა", - განაცხადა ალფრედომ.

დაღუპულის შვილის თქმით, მოხუცთა თავშესაფრის ადმინისტრაცია ყველა შესაბამის უწყებაში რეკავდა, მათ შორის სახანძროშიც, რომ ვინმეს ცხედარი მაინც წაეყვანა. ეს მხოლოდ 76 საათში მოხერხდა.

ალფრედოს თქმით, მას სურს მიიღოს პასუხი კითხვაზე - რატომ ეთქვა უარი მამამისს, ისევე როგორც სხვა უამრავ მოხუცს, სათანადო სამედიცინო სერვისზე.

ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში არსებული მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით დიდი დისკუსიების საბაბი გახდა. კონგრესში ამ საკითხს სპეციალური კი მოსმენებიც კი მიუძღვნეს. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ თავშესაფრის ბინადრები ჰოსპიტალში იშვიათად გადაჰყავდათ, მათ სათანადოდ ვერ მკურნალობდნენ და ტანჯვის შემსუბუქებისთვის, ძირითადად, მორფს უკეთებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system