თავში

Google იტალიაში 102 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

​Google იტალიაში 102 მილიონი ევროთი დააჯარიმეს
Google იტალიაში 102 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა (AGCM) დომინირების ბოროტად გამოყენებისათვის Google 102 მილიონი ევროთი დააჯარიმა. როგორც მარეგულირებელი განცხადებაში აღნიშნავს, ОС Android-სა და აპლიკაციების მაღაზია Google Play-ის წყალობით კომპანია იტალიის ბაზარზე დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს, რაც საშუალებას აძლევს მას, გააკონტროლოს პროგრამის დეველოპერების წვდომა საბოლოო მომხმარებლამდე.

AGCM-ის ცნობით, Google–ორი წლის განმავლობაში არ აძლევდა Enel X–ს მიერ შემუშავებულ აპლიკაციას JuicePass პლატფორმა Android Auto-ზე მუშაობის უფლებას. ამგვარად, Google-მა ხელი შეუშალა Enel X-ს მომხმარებელთა ბაზის გაზრდაში და უსამართლოდ შეზღუდა საბოლოო მომხმარებლების შესაძლებლობა, მიიღონ პროგრამა, რომელიც ელექტრომობილების მძღოლებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში შეამოწმონ დამუხტვის სადგურების ხელმისაწვდომობა.

ამავდროულად, Google-მა ხელი შეუწყო საკუთარი აპლიკაციის, Google Maps-ის პოპულარობას იგივე მიზნებისთვის, რომელსაც ელექტრონული მანქანის მძღოლების დასახმარებლად ნაკლები ფუნქციები აქვს, ვიდრე JuicePass.

მარეგულირებელმა დაავალა Google-ს, დაუშვას Enel X-ის პროგრამა Android Auto პლატფორმაზე და არ შეუშალოს ხელი მას და სხვა დეველოპერებს ისეთი აპლიკაციების შექმნაში, რომელიც Android Auto-სთან თავსებადი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system