თავში

Google საგანგებო სიტუაციებში ახლობლების მოძებნის სერვისს აუქმებს

Google საგანგებო სიტუაციებში ახლობლების მოძებნის სერვისს აუქმებს
Google საგანგებო სიტუაციებში ახლობლების მოძებნის სერვისს აუქმებს

კომპანია Google-ის სერვისი "სანდო კონტაქტები", რომელიც საგანგებო სიტუაციებში ახლობლების მოძებნის საშუალებას იძლევა, 1 დეკემბრიდან მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ პორტალი The Verge წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Google მომხმარებელს ახალ, ანალოგიურ სერვისს სთავაზობს, რომელიც Google Maps-შია ჩაშენებული.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია "სანდო კონტაქტები" მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ახლობლებისთვის გეოლოკაციის განსაზღვრის მიზნით მოთხოვნა გაეგზავნა. თავის მხრივ, მიმღებს შეეძლო, გამოეგზავნა თავისი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა, ან ეპასუხა, რომ მას არაფერი ემუქრებოდა.

"სანდო კონტაქტებისგან" განსხვავებით, Google Maps-ის ანალოგიურ ფუნქციას არჩევანის ვარიანტი არ გააჩნია და ის ინფორმაციას მომხმარებლის გეოლოკაციის შესახებ მუდმივად გადასცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system