თავში

Grammy 2021-ის ნომინანტების სია ცნობილია

Grammy 2021-ის ნომინანტების სია ცნობილია
Grammy 2021-ის ნომინანტების სია ცნობილია

ბიონსე, ტეილორ სვიფტი და დუა ლიპა Grammy 2021 წლის დაჯილდოების ნომინაციებში ლიდერობენ. ბიონსემ ამჯერად 9 ნომინაცია მიიღო, მათ შორისაა დუეტი Savage, რომელიც მან Megan Thee Stallion ჩაწერა, კომპოზიცია Black Parade ალბომიდან The Lion King: The Gift, კლიპი Brown Skin Girl და აუდიოვიზუალური ნამუშევარი Black Is King.

2021 წლის Grammy-ზე ტეილორ სვიფტსა და დუა ლიპას თითოეულს 6 ნომინაცია აქვთ.

ცნობილია, რომ ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან ვერც ერთი ნომინაცია ვერ მიიღო კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, რომელიც სასცენო სახელით, The Weeknd-ით არის ცნობილი. ამის გამო მან Twitter-ზე მაშინვე უპასუხა Grammy-ის. 

"გრემი რჩება კორუმპირებული. თქვენ ჩემთან, ჩემს თაყვანისმცემლებთან და მთელი ინდუსტრიის წინაშე ვალში ხართ", - განაცხადა შემსრულებელმა.

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 31 იანვარს გაიმართება, რომელსაც კომიკოსი ტრევორ ნოა უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system