თავში

გრეტა ტუნბერგმა ჩრდილოეთის საბჭოს პრემიაზე უარი თქვა

​გრეტა ტუნბერგმა ჩრდილოეთის საბჭოს პრემიაზე უარი თქვა
გრეტა ტუნბერგმა ჩრდილოეთის საბჭოს პრემიაზე უარი თქვა

ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა ჩრდილოეთის საბჭოს პრემიის მიღებაზე უარი განაცხადა. დაჯილდოვების ცერემონია სტოკჰოლმში იმართებოდა. ჯილდოს სხვადასხვა დარგში - მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კინოსა და ეკოლოგიაში, მიღწევებისთვის გადასცემენ.

გრეტა ტუნბერგი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის წარადგინეს. ის ორმა ქვეყანამ, ნორვეგიამ და შვედეთმა ერთდროულად დაასახელა.

თავად აქტივისტი სტოკჰოლმში არ ჩავიდა. მის ნაცვლად სცენაზე გრეტას ორი მეგობარი ავიდა და განაცხადა, რომ ტუნბერგი პრემიაზე უარს აცხადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system