თავში

გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკი ადამიანის დაბადების თვეზეა დამოკიდებული

​გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკი ადამიანის დაბადების თვე
გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკი ადამიანის დაბადების თვეზეა დამოკიდებული

გულ-სისძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკი დამოკიდებულია წლის დროზე, როდესაც ადამიანი დაიბადა. ამის შესახებ აშშ-ს მკვლევართა ჯგუფი აცხადებს.

მეცნიერებმა დაახლოებით 117 ათასი ქალის მონაცემების ანალიზი ჩაატარეს, რომელთა ასაკი ექსპერიმენტის დაწყების მომენტში 30-დან 35 წლამდე მერყეობდა. კვლევების დროს, ინფორმაციას მონაწილეთა ჯანმრთელობისა და ცხოვრების სტილის შესახებ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აგროვებდნენ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ზაფხულში და გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე შემოდგომაზე დაბადებულები.

მეცნიერების თქმით, ქალებში, რომლებიც გაზაფხულზე დაიბადნენ, ამ ტიპის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკი 10 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე ნოემბერში დაბადებულებში. სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი აპრილში დაბადებულთა შორის დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში რისკი 12%-ით აღემატება შემოდგომაზე დაბადებულების მონაცემებს. მათ შემთხვევაში, ვინც დაბადების დღეს მაისში აღნიშნავს, გულ-სისძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილის რისკი 9 პროცენტით უფრო მაღალა, მაისში და ივნისში დაბადებულებს კი - 7 პროცენტით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system