თავში

გულნატკენი ვარ, რომ მკვლელი მიწოდეთ - პუტინი

​გულნატკენი ვარ, რომ მკვლელი მიწოდეთ - პუტინი
გულნატკენი ვარ, რომ მკვლელი მიწოდეთ - პუტინი

The Washington Post-ის ჟურნალისტები ბობ ვუდვორტი და რობერტ კოსტა საკუთარ წიგნში "Peril" ("რისკი") წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან განიხილა აშშ-ის პრეზიდენტის ფრაზა "პუტინი მკვლელია". ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის 13 აპრილს შედგა და პუტინმა განაცხადა, რომ ბაიდენის სიტყვებმა "გული ატკინა".

"გულნატკენი ვარ, რომ მკვლელი მიწოდეთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

წიგნის ავტორების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პასუხი "რაიმე გამიზნულს არ წარმოადგენდა".

"მე დამისვეს კითხვა. მე ვუპასუხე. ინტერვიუ საერთოდ სხვა თემას ეხებოდა", - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, 17 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია.

ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე საუბრისას, რომელიც აგვისტოში "ნოვიჩოკის" ტიპის საწამლავით მოწამლეს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ კი 2.5 წლით კოლონიაში ჩასვეს, ტელეარხის ჟურნალისტმა ჰკითხა ბაიდენს, თვლის თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტს მკვლელად?

"კი, ვთვლი", - უპასუხა ბაიდენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system