თავში

გურამ მარხულია: სომხეთი არ არის ინგლისი, ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთოს

გურამ მარხულია: სომხეთი არ არის ინგლისი, ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთოს
გურამ მარხულია: სომხეთი არ არის ინგლისი, ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთოს

თოვუზის მოვლენებმა აჩვენა, რომ სომხეთის არმიის ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ.  ამაზე  სომხეთის ბლოგერები წერდნენ. სომეხი ბლოგერების ინფორმაციითვე, ჯარში სერიოზულად დგას  "დედოვშინის" პრობლემა, ასე რომ, სატრაბახო ძალიან ცოტაა, - ასე ეხმიანება "კავკასიის გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის“ პრეზიდენტი გურამ მარხულია სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებას, რომ "სომხეთს ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს მთელ სამხრეთ კავკასიაში, რომლის დამარცხება შეუძლებელია".

"სომხეთის არმია, რეალურად, რუსეთის ქვედანაყოფია, რუსეთის  გარეშე დიდს არაფერს წარმოადგენს. სომხეთის ჯარი არის საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან დარჩენილი, საბჭოთა ტექნიკით აღჭურვილი არმია, რომელსაც რუსეთი მოძველებული, ჩამოწერილი ტექნიკით ტექნიკით ამარაგებს, რომ შეინარჩუნონ დღეს არსებული სტატუს-კვო. 

სომხეთი არ არის ინგლისი, ასეთი ხმამაღალი განცხადება რომ გააკეთოს და თქვას, რომ ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი ჯარი ჰყავს,  " - თვლის მარხულია.

მისივე შეფასებით, იარაღის ჟღარუნი ხელს არ აძლევს აზერბაიჯანს მისი ჩართულობის გამო რამდენიმე საერთაშორისო პროექტში.

"აზერბაიჯანს არანაირად არ აწყობდა ახლახანს განვითარებული მოვლნები, რადგან ტოვუზის რაიონში გადის ნავთობსადენი, გაზსადენი. ახლახანს ახალი გაზსადენის გაყვანაზე აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ევროპის ქვეყნებთან გაზის მიწოდების თაობაზე. ეს პროექტი გაზის ევროპისთვის მიწოდებას საქართველოს გავლით ითვალისწინებს. გასაგებია, რომ ეს პროვოკაცია მესამე ძალის კარნახით იყო დაწყებული.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ჯარს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოახდინა მისი მოდერნიზაცია. პრაქტიკულად, ინგლისის, ისრაელის ახალი რაკეტებით, დანადგარებითა და ტანკებით არის არმია აღჭურვილი. რამდენიმე დღეში შეუძლია არა მარტო ყარაბაღის აღება, მაგრამ ამისგან თავს იკავებს, რადგან იცის, რომ სომხეთში არის რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც , რომ აზერბაიჯანში ამ დროისთვის  დგას თურქეთის ჯარიც," - ამბობს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა და პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. განსახილველ თემებს შორის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარებაც იყო.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, თოვუზის რაიონში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, "სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა" ისევ აჩვენეს მაღალი დონის მომზადება და საბრძოლო სულისკვეთება. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ სომხეთს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მძლავრი არმია ჰყავს, რომლის დამარცხება შეუძლებელია. არმია მხოლოდ იარაღი, დისციპლინა და საბრძოლო შესაძლებლობები კი არა, არამედ სულისკვეთებაა, რომელიც რეგიონში სხვას არავის აქვს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system