თავში

გუტერეში: მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ

გუტერეში: მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ კლიმატის სფეროში საგანგებო მ
გუტერეში: მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ

"მოვუწოდებ მსოფლიოს ლიდერებს კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ მანამ, სანამ ნახშირბადის ნეიტრალიტეტი არ მიიღწევა", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კლიმატის ცვლილების სფეროში ამბიციური ამოცანების შესახებ გამართული სამიტის მიმდინარეობისას. სამიტს  გაერო, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თავმჯდომარეობდნენ ჩილესთან და იტალიასთან პარტნიორობით.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 38-მა ქვეყანამ ”უკვე გადადგა ეს ნაბიჯი, აღიარა სიტუაციის აქტუალობა და სწორად შეაფასა სერიოზული რისკები”. 

გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ 2021 წლისთვის გაეროს მთავარი მიზანია ”შექმნას გლობალური კოალიცია ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად”. 

"მაგრამ მხოლოდ ეს დაპირება არ არის საკმარისი. ამის მისაღწევად, ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ გამონაბოლქვი, რათა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ემისიები 2030 წლისთვის 2010 წელთან შედარებით 45%-ით შემცირდეს", - განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, პარიზის შეთანხმების მხარეები ვალდებულნი არიან შეამცირონ გამონაბოლქვი კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. 

გუტერეში გარემოს დამაბინძურებლებისათვის გადასახადების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. 

”გლობალური ეკონომიკური პოლიტიკა და ფინანსური სისტემა უნდა პარიზის შეთანხმებას და მდგრადი განვითარების მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს”, - აღნიშნა გუტერეშმა. მან ასევე დასძინა, რომ ”ნახშირბადის დაბინძურების ფასის დადგენის დრო დადგა”.

”უნდა შეწყდეს მომპოვებელი ენერგიის სექტორის დაფინანსება და სუბსიდირება, ეტაპობრივად უნდა შემცირდეს ნახშირბადით მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობა", - აღნიშნა გუტერეშმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system